რეზონანსი
19.12.2024

საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი, ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის ვიზიტთან დაკავშირებით, „ახალი“ ლიდერის ნიკა გვარამიას კრიტიკაs გამოეხმაურა.

„გვარამიას წისქვილზე ნამდვილად არ ასხამს წყალს ჩვენს ქვეყანაში მშვიდობის დაბრუნება და იმ სცენარების ვერ განხორციელება, რასაც თვითონაც მათ შორის, უყრიდა თავის დროზე საფუძველს თავის უცხოელ თუ ადგილობრივ მეგობრებთან ერთად. ასე რომ, ის, რაც არ მოსწონს გვარამიას, არის კარგი და სასარგებლო ჩვენი ქვეყნისთვის და ძალიან პოზიტიურად შემიძლია შევაფასო ის კონკრეტული ნაბიჯები, რომელიც ევროსაბჭოსა და საქართველოს შორის იდგმება”, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

პარტია „ახალის“ ლიდერი ნიკა გვარამია და მისი კოალიცია ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის ვიზიტს განცხადებით გამოეხმაურნენ. მასში აღნიშნულია, რომ საქართველოში მათთვის სასურველ დღის წესრიგს აცდენილი ვიზიტები ახლა დაუშვებელია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×