რეზონანსი
18.12.2024

სამწუხაროდ, მიჩვეულები ვართ იმას, რომ ადამიანი, რომელიც 29 დეკემბრამდე ფორმალურად მაინც ითვლება პრეზიდენტად, ანტისახელმწიფოებრივი და ანტიქართული განცხადებების ავტორია, - განაცხადა მედიასთან „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა ევროპარლამენტში სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლასთან დაკავშირებით.მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტობის სულ რამდენიმე დღე აქვს დარჩენილი, ამიტომ, საზოგადოებამ მისი განცხადებები სერიოზულად არ უნდა მიიღოს.

„სალომე ზურაბიშვილის ევროპარლამენტში გამოსვლაზე კომენტარი შეიძლება იყოს ერთადერთი - ასეთი ტიპის გზავნილები უცხოური ძალებისგან მოდის, რასაც, ვნახეთ, რომ არა მხოლოდ ქართული საზოგადოება, არამედ ამერიკული და ევროპული საზოგადოებაც ემიჯნება, რაც, თუნდაც იმაში გამოიხატება, რომ ამერიკაში აირჩიეს ის პრეზიდენტი, რომელიც 90% შემთხვევაში ჩვენნაირ განცხადებებს აკეთებს. ამ დროს კი, საქართველოს ფორმალურად წოდებულ პრეზიდენტს ანტიქართული განცხადებები ახასიათებს.სალომე ზურაბიშვილს [პრეზიდენტობის] სულ რამდენიმე დღე აქვს დარჩენილი, ამიტომ, მისი განცხადებები სერიოზულად არ უნდა მივიღოთ“, - აღნიშნა მაჭარაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×