რეზონანსი
18.12.2024

მმართველ გუნდში იმედოვნებენ, რომ ალან ბერსეს საქართველოში ჩამოსვლით და  საქართველოს ხელისუფლების პირველ პირებთან შეხვედრებით, ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით სპეკულაციები და საუბარი დასრულდება. პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გია ვოლსკის განცხადებით, მსგავსი შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის.

მისივე თქმით, ქვეყნის საგარეო კურსი არ შეცვლილა და არჩევნების გაყალბების საკითხიც მათი ოპონენტების მიერ მოგონილი სიცრუეა.

"საქმიანი საუბარი ყოველთვის საჭიროა და ძალიან პოზიტიურია ასეთი შეხვედრები სახელმწიფოსათვის. რასაკვირველია, მთავრობისთვის მნიშვნელოვანია, საყურადღებოა, მაგრამ ამავე დროს, მთელი საზოგადოებისთვისაც არის გარკვეული ინდიკატორი თუ საით უნდა იმოძრაოს ქვეყანამ. ის ფაქტი, რომ ესაუბრება საქართველოს პარლამენტს, ლეგიტიმურ პარლამენტს, ლეგიტიმურ ხელისუფლებას, მხოლოდ ეს არ არის მთავარი თემა, მთავარი თემა არის საკითხების შინაარსი და ამ შინაარსში საკმაოდ მყარად ვდგავართ. არც საგარეო კურსი შეცვლილა და რასაკვირველია, არჩევნების გაყალბებაც მოგონილი სიცრუეა", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×