რეზონანსი
18.12.2024

ეს ძალიან საშიში ძალაა იმ თვალსაზრისით, რომ მათ არ აქვთ არანაირი მორალი და არ აქვთ არანაირი საზღვრები, რის იქითაც გადასვლა არ შეიძლება, - განაცხადა საზოგადოებრივი მოძრაობა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ბიძინა გიორგობიანმა გადაცემაში „დღის ქრონიკა" რადიკალურ ოპოზიციასთან დაკავშირებით.

„ჩვენ გვახსოვს საქართველოში ოპოზიციის აქციები, ქუჩის მიტინგები, როდესაც ყველაფერი მართლაც მშვიდობიანად მიდიოდა და მომიტინგეები ალაგებდნენ ხოლმე კიდევაც იქაურობას. თქვენ ნახეთ უკვე და მთელმა საქართველომ იხილა რა ტიპის ადამიანებთან გვაქვს საქმე. რა მორალის ადამიანებთან გვაქვს ჩვენ საქმე. ეს ჩანს მათი ჩანაწერებითაც.

სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა ჰქონდათ, ეს მაიდანს ნამდვილად არ ჰგავდა, სუროგატი იყო უფრო ამის და მოაწყვეს სამოქალაქო ომის იმიტაცია ამ საახალწლო პიროტექნიკით. არ ჰქონდათ საშუალება, თორემ როგორც 1992 წელს გვესროლეს ჩვენ ტანკებიდან და ჰაუბიცებიდან რუსთაველზე, გააკეთებდნენ იმავეს", - აღნიშნა მან.

ბიძინა გიორგობიანის თქმით, აბსოლუტურად დარწმუნებულია, რომ ამაზე წამსვლელები იყვნენ.

„არც მალავენ ამას. პირდაპირ ამბობს ეს ხალხი. გუშინ სააკაშვილმა იმ თავისი სამ ოთახიანი პალატიდან, წამებულივით რომ ზის იქ, გამოაცხადა, რომ რა დროს ბურთის გორაობაა, რევოლუციის დროაო. ეს ადამიანები აღარ მალავენ ამას, პირდაპირ ამბობენ", - აღნიშნა ბიძინა გიორგობიანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×