რეზონანსი
18.12.2024

მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ" მიიღო გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკების გახსნის საკითხი, საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ აქციები იმართება. როგორც არხის ერთ-ერთი თანამშრომელი ნატალია ნანიტაშვილი წერს, გუნდს წარმოუდგენელი ზეწოლის და შეურაცხყოფების ფონზე უწევთ მუშაობა:

„წარმოუდგენელი ზეწოლის და შეურაცხყოფების ფონზე გვიწევს მუშაობა საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებს. ამის მიუხედავად, არასოდეს თავისთვის არ მიმიცია უფლება ჩემი პოზიცია გამომეხატა საჯაროდ ან სიმპათია ან ანტიპათია გამომეხატა რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის მიმართ, რადგან ვთვლი, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტად მუშაობა სხვა სტანდარტია და პირადი პოზიციების საჯაროდ გამოფენა სანდოობის თვალსაზრისით ძალიან დამაზიანებელია. მაგრამ უკვე შეუძლებელია ამ სრულიად უსამართლო ბრალდებების მოსმენა და ატანა.

ქალბატონმა პრეზიდენტმა ევროპარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, რომ „ოფიციალურ განცხადებებში აღწერენ თქვენი ქვეყნების პოზიციებს, რომლებიც დააფიქსირეთ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოზე და რომელთა დაზუსტება მოგიწიათ. თქვენი დამაზუსტებელი განცხადებები არ საჯაროვდება საზოგადოებრივი ტელევიზიით ან სამთავრობო ტელეარხებით. ასე რომ, ხალხი, რომელიც უჭერს მხარს „ქართულ ოცნებას" და რომლებიც უყურებენ ამ ტელევიზიებს, არ იციან, რომ მათი მთავრობა იტყუება და ტყუილის შემდეგ ესხმის თავს პარტნიორებს".

წარმოუდგენელია ასეთი სიცრუე, რადგან დღეს დილის 10 საათზე მოამბის პროდიუსერი გახლდით თავად, და ყველა ქვეყნის მიერ გავრცელებული განცხადება ზედმიწევნით მქონდა ეთერში.

სირცხვილია გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება მით უმეტეს პრეზიდენტის მხრიდან და ევროპარლამენტის ტრიბუნიდან და „მღვრიე წყალში თევზების დაჭერით" მოხიბლული ადამიანების დაგეშვა საზოგადოებრივი მაუწყებლის წინააღმდეგ!", - წერს ნატალია ნანიტაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×