
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში რამდენიმე ავტომობილი დაზიანდა.
თვითმხილველები აცხადებენ, რომ საერთო ჯამში დაზიანებულია 6 მსუბუქი ავტომანქანა.
შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა, ისინი კლინიკაში გადაიყვანეს.
„6 მანქანაა დამტვრეული, აქედან რამდენიმე საერთოდ აღარ გაკეთდება, რამდენიმე კი ოდნავ არის დაზიანებული. სასწრაფო მალევე მოვიდა და დაშავებულები დროულად გადაიყვანეს", - აცხადებს თვითმხილველი.
ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
წყარო: ინფო იმერეთი