რეზონანსი
17.12.2024

დღეს დედაქალაქის მერი კახა კალაძე თბილისის ქუჩებში, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების მიერ გამართულ საპროტესტო მსვლელობებს გამოეხმაურა და თქვა, რომ მარშებში ერთი და იგივე ადამიანები მონაწილეობენ. ამ საკითხს მსახიობი კახა კინწურაშვილი გამოეხმაურა:

„თუ იმაზეა საუბარი, რომ ვინ რომელ აქციაზეა – მე დევნილი ვარ და დევნილების აქციაზეც ვიყავი, მსახიობი ვარ და მსახიობების აქციაზეც ვიყავი, მეღვინე ვარ და მეღვინეების აქციაზეც ვიყავი. იქ ვართ, სადაც საჭიროა. საუბარია დღეს, რომ იმის გვერდზე არ დავდგები, ამის გვერდზე არ დავდგები. იგივეა, როდესაც ეკლესიაში შედიხარ წირვაზე დასასწრებად, არ ფიქრობ იმაზე, ვის გვერდით დგახარ, ვის რა ცოდვა აქვს. იგივეა დღეს ჩემთვის რუსთაველი. ჩემთვის დღეს ეკლესია არის ადამიანების ერთობა, სიყვარული, რომელიც გაჩნდა საზოგადოებაში ერთმანეთის მიმართ და რწმენა ადამიანებისა, რომლებმაც გადატეხეს შიში. დღეს ადამიანები იბრძვიან ოჯახებისთვის, მეგობრებისთვის და მომავლისთვის“,- ამბობს კახა კინწურაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×