
"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერს, გიორგი ვაშაძეს აქციაზე თავს დაესხნენ.
როგორც პოლიტიკოსი ამბობს, ე.წ ტიტუშკა მისთვის გაურკვეველი საგნის ყელში დარტყმას ცდილობდა, თუმცა ვერ მოახერხა.
ამით დამესხა თავს, რომლის ვიდეო კადრებიც არის, ვინ არის ეს პიროვნება ჩანს. ყელში მირტყამდა, ყველაფერი კარგადაა, კარგად ვარ.
კობახიძეს და ივანიშვილს ვეუბნები, რომ ამ ყველა ტიტუშკას თქვენს წინააღმდეგ ექნება ჩვენება მიცემული.
უცბად მოვარდა, მირტყამდა, შემდეგ მომეხმარნენ და გაიქცა“, - ამბობს ვაშაძე.