რეზონანსი
17.12.2024

თეატრალური უნივერსიტეტის გაფიცული სტუდენტები უნივერსიტეტის შესასვლელში არიან შეკრებილები და რექტორთან, გიორგი შალუტაშვილთან შეხვედრას ითხოვენ.

მათი მოთხოვნაა, უნივერსიტეტმა გააკეთოს განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ სოლიდარობას უცხადებს აქციის დროს დაკავებულებს.

“ჩვენ გვინდა სიტყვის თქმა, სტუდენტებს, რომელთა სიტყვა მნიშვნელოვანია ისმოდეს მკაფიოდ, ჩვენ ვართ თეატრალური უნივერსიტეტის გაფიცული სტუდენტები და დღეს, ვიკავებთ უნივერსიტეტის შესასვლელს იმ მიზეზით, რომ ითქვას ერთი და მთავარი სიტყვა მოცემულ სიტუაციაში, სოლიდარობა ანდრო ჭიჭინაძეს, თათა თავდიშვილს, გიორგი ბახუტაშვილს, გიორგი მახარაძეს, გიორგი ნაკაშიძეს, ირაკლი სირბილაშვილს, ავთო დიასამიძეს და ყველა დარბევის დროს დაზარალებულ და უკანონოდ დაპატიმრებულს. იმედს ვიტოვებთ ხვალ ეს სიტყვა ოფიციალურად უნივერსიტეტის სახელით დაფიქსირდება”,- აცხადებენ სტუდენტები.

მათივე თქმით, ისინი მთელი ღამის განმავლობაში აპირებენ უნივერსიტეტში დარჩენას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×