რეზონანსი
17.12.2024

 "დასავლური განათლებით ევროპისკენ!" - ამ ლოზუნგით რუსთაველის გამზირის მიმართულებით მარში მიმდინარეობს

ფოტო: ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი, გი­ორ­გი ნი­კო­ლიშ­ვი­ლი

სა­ქარ­თვე­ლო­ში ევ­რო­კავ­ში­რის წარ­მო­მად­გენ­ლო­ბის ოფის­თან შეკ­რე­ბი­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი პარ­ლა­მენ­ტამ­დე აქ­ცია-მსვლე­ლო­ბას სა­ხელ­წო­დე­ბით - „და­სავ­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბით ევ­რო­პის­კენ!" მარ­თა­ვენ.

მსვლე­ლო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­მაც გა­ნათ­ლე­ბა და­სავ­ლურ ქვეყ­ნებ­ში მი­ი­ღეს ან სურთ, რომ და­სავ­ლეთ­ში გა­ნაგ­რძონ სწავ­ლა.

გარ­და ამი­სა, მსვლე­ლო­ბის მო­ნა­წი­ლე­ებს ჭავ­ჭა­ვა­ძის გამ­ზირ­ზე შე­უ­ერ­თდნენ „სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო სა­ზო­გა­დო­ე­ბის მარ­შის" წევ­რე­ბი. მარშში გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლე­ბი არი­ან - თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის და ილი­ას სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტე­ბი, ლექ­ტო­რე­ბი.

მა­ნი­ფეს­ტან­ტებს თან აქვთ ტრან­სპა­რან­ტე­ბი წარ­წე­რე­ბით: „გა­ნათ­ლე­ბა, თა­ვი­სუფ­ლე­ბა, უმეც­რე­ბა - მო­ნო­ბა", „მე არ ვის­წავ­ლი რუ­სეთ­ში", „გა­ნათ­ლე­ბა არის ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი ია­რა­ღი, რო­მელ­საც შე­უძ­ლია შეც­ვა­ლოს სამ­ყა­რო".

რო­გორც აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი აცხა­დე­ბენ, დღეს არის ბრძო­ლა თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის, ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის­თვის, ეროვ­ნუ­ლი ფა­სე­უ­ლო­ბე­ბის­თვის.

"ჩვენ სიმ­ბო­ლუ­რად შე­ვიკ­რი­ბეთ ევ­რო­კავ­ში­რის წარ­მო­მად­გენ­ლო­ბის ოფის­თან, რათა ხმა მი­ვაწ­ვდი­ნოთ სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბას, რად­გან მათი დახ­მა­რე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია დღე­ვან­დელ მო­ცე­მუ­ლო­ბა­ში. ჩვე­ნი მსვლე­ლო­ბის სა­ხელ­წო­დე­ბაა - „და­სავ­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბით ევ­რო­პის­კენ!". ვფიქ­რობთ, რომ უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია და­სავ­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბა და არ აქვს ალ­ტერ­ნა­ტი­ვა მთე­ლი მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით. სწო­რედ, ეს ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი რე­სურ­სი, ნაც­ვლად იმი­სა, რომ უპერ­სპექ­ტი­ვო­ბის, უუ­ნა­რო­ბის, უტიფ­რო­ბის, უსა­მარ­თლო­ბის, მონ­გრე­უ­ლი სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუ­ტე­ბის გამო მი­ე­დი­ნე­ბო­დეს ფარ­გლებს გა­რეთ, წეს­რი­გის პი­რო­ბებ­ში ეს ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი რე­სურ­სი ქვე­ყა­ნას უნდა ხმარ­დე­ბო­დეს. დღე­ვან­დე­ლი აქ­ცია აერ­თი­ა­ნებს ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლებ­მაც აშშ-ში და ევ­რო­პა­ში მი­ი­ღეს გა­ნათ­ლე­ბა და ასე­ვე, იმ პი­რებს ვის­თვი­საც და­სავ­ლუ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია", - გა­ნა­ცხა­და აქ­ცი­ის ერთ-ერ­თმა მო­ნა­წი­ლემ.

მა­ნი­ფეს­ტან­ტე­ბის მო­თხოვ­ნე­ბი უც­ვლე­ლია. ისი­ნი სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას მო­უ­წო­დე­ბენ, რომ „და­ი­ნიშ­ნოს ვა­დამ­დე­ლი არ­ჩევ­ნე­ბი, და­უბ­რუნ­დეს ქვე­ყა­ნა ევ­რო­პულ სა­გა­რეო კურსს და გა­თა­ვი­სუფ­ლდნენ პო­ლი­ტი­კუ­რი პა­ტიმ­რე­ბი".

ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის, მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" 28 ნო­ემ­ბრის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას აპ­რო­ტეს­ტე­ბენ, რომ­ლის თა­ნახ­მად, სა­ქარ­თვე­ლო 2028 წლის ბო­ლომ­დე ევ­რო­კავ­შირ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის გახ­სნის სა­კითხს დღის წეს­რიგ­ში არ და­ა­ყე­ნებს. მათი მო­თხოვ­ნა უც­ვლე­ლია - და­ი­ნიშ­ნოს ხე­ლა­ხა­ლი არ­ჩევ­ნე­ბი და გა­თა­ვი­სუფ­ლდნენ პრო­ტეს­ტის დროს და­კა­ვე­ბუ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×