რეზონანსი
17.12.2024

როდესაც პირდაპირი ფორმით ხდება მაიდნის მხარდაჭერა უცხოური დაფინანსებით, ეს რა თქმა უნდა, შემაშფოთებელია, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, სწორედ ასეთი ფაქტების გამო უნდოდა ხელისუფლებას თავის დროზე გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღება.

„როდესაც პირდაპირი ფორმით ხდება მაიდნის მხარდაჭერა უცხოური დაფინანსებით, ეს რა თქმა უნდა, შემაშფოთებელია. სწორედ ასეთი ფაქტების გამო გვინდოდა ჩვენ თავის დროზე გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღება, რომელიც საბოლოო ჯამში, მივიღეთ. მთავარი მიზეზი, რატომაც უპირისპირდებოდნენ გამჭვირვალობის კანონს, იყო სწორედ ეს - ვიღაცებს უნდოდათ, რომ დაფარული ფულით დაეფინანსებინათ რევოლუციები ამ ქვეყანაში და აერიათ ქვეყანა, რაც შემაშფოთებელია, მაგრამ მთავარია ის, რომ ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ არ დაუშვა ამ ქვეყანაში არც მაიდანი და არც რევოლუცია", - განაცხადა პრემიერმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×