რეზონანსი
16.12.2024

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუგარეთთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. შემთხვევის ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ჯგუფს ავტომანქანაში მჯდომი ორი პირი დაღუპული დახვდა. ერთი დაშავებული ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალშია გადაყვანილი.

თვითმხილველების ინფორმაციით, სავარაუდოდ, „ჰონდას“ მარკის ავტომობილი გასწრების მანევრს ასრულებდა, რა დროსაც საჭე ვერ დაიმორჩილა, სავალი ნაწილიდან გადავიდა, ბოლოს კი ხეს შეეჯახა.

მომხდარზე შსს–მ გამოძიება სსკ–ს 276–ე მუხლის მერვე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

წყარო: სამხრეთის კარიბჭე

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×