რეზონანსი
16.12.2024

პრემიერი-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, წინასწარ არის ცნობილი, რომ ბრიუსელში საგარეო საქმეთა მინისტრების შეკრებაზე საქართველოსთან დაკავშირებით, დიპლომატიურ პასპორტებზე სავიზო შეზღუდვების შემოღება იგეგმება.

კობახიძე გადაწყვეტილებას არამეგობრულს უწოდებს და იმედოვნებს, რომ 20 იანვრის შემდეგ ევროკავშირის პოლიტიკაში გარკვეული ცვლილებები მოხდება.

"წინასწარ არის ცნობილი თუ დაახლოებით რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული. ამასთან დაკავშირებით გამოსულია გარეთ ინფორმაცია. განსაკუთრებული არაფერი, ერთადერთი ნეგატიური, რაც უდევთ მაგიდაზე, არის დიპლომატიურ პასპორტებზე სავიზო შეზღუდვების შემოღება, ისიც გარკვეული ვადის შემდეგ. ესეც არის უკიდურესად არამეგობრული, ანტიქართული ნაბიჯი. იმედია, რომ საბოლოო ჯამში, შეიცვლება ევროკავშირში კონკრეტული პოლიტიკოსებისა და ბიუროკრატების პოზიციები. იმედი გვაქვს, რომ 20 იანვრის შემდეგ გარკვეული ცვლილებები მოხდება ევროკავშირის პოლიტიკაში", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×