რეზონანსი
16.12.2024

„გახარია საქართველოსთვის" ლიდერი გიორგი გახარია ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს მიმართავს, დასაჯონ ისინი, ვინც ანგრევს საქართველოს მომავალს და უზრუნველყოფს რუსეთის გამარჯვებას.

როგორც გახარია სოციალურ ქსელში წერს, უმოქმედობა ივანიშვილის რეჟიმს აძლიერებს.

„უმოქმედობა აძლიერებს ივანიშვილის რეჟიმს და ღალატობს ასიათასობით ქართველს, რომლებიც დემოკრატიისთვის იბრძვიან. დასაჯეთ ისინი, ვინც ანგრევს საქართველოს მომავალს და უზრუნველყოფს რუსეთის გამარჯვებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ევროპული ღირებულებები და ევროკავშირის სანდოობა საფრთხეშია",- წერს გახარია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×