რეზონანსი
16.12.2024

გუდაურში, ერთ-ერთ რესტორანში დაღუპული გოგონა 25 წლის გურანდა ჩხაიძეა, რომელიც ინდური კვების ობიექტზე მიმტანად მუშაობდა. იგი გონზე მოუსვლელად გაირდაიცვალა.

ახლობლების ცნობით, მას 3 წლის შვილი, პატარა მარიამი დარჩა.

ინდოეთის მოქალაქეების ცხედრები, ამ დრომდე, ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში რჩება. გურანდა ჩხაიძის ცხედარი  სახლში უკვე გადაასვენეს. 

გუდაურში ინდოეთის მოქალაქეებმა კომერციული ფართი, დაახლოებით, ორი წლის წინ იქირავეს და იქ საკვებ ობიექტს ამუშავებდნენ. მათ ადგილობრივებიც კარგად იცნობდნენ. გარდაცვლილთა ასაკი 25-დან 40 წლამდე მერყეობს. მათ შორის, 8 მამაკაცი და 4 ქალია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×