რეზონანსი
16.12.2024

შეუძლებელია, რომ ვინმემ გარედან მოახერხოს და ეს პოლარიზება უფრო მეტად გაზარდოს. მაშინ მართლაც სირცხვილია - ვღალატობთ ჩვენს სამშობლოსა და ჩვენს წინაპრებს, თუ ეს ვერ გადავლახეთ და ვერ გავიმარჯვეთ, - განაცხადა საქართველოს არჩეულმა პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა „იმედის კვირასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში.

„შეჯამებისთვის მივმართავ ჩვენს საზოგადოებას - ჩვენმა ხალხმა, ჩვენმა სამშობლომ მრავალ განსაცდელს გაუძლო, გადაიტანა და ფეხზე დადგა მხოლოდ ურთიერთ სიყვარულითა და ურთიერთ პატივისცემით. მე დარწმუნებული ვარ, ახლაც ჩვენ, ქართველები, საქართველოს მოქალაქეები, გადავლახავთ ამ სიძნელეებს სწორედ ჩვენი სამშობლოს, ჩვენი ღირებულებების, ჩვენი ურთიერთ პატივისცემაზე დამყარებული წესების დაცვით. დარწმუნებული ვარ, რომ ამ პროცესს, როდესაც ამას გავიაზრებთ ყველა, ამ პატივისცემით, ღირებულებებით, სამშობლოსადმი ურთიერთ სიყვარულით აუცილებლად ავაშენებთ ერთიან, ძლიერ და განვითარებულ საქართველოს. ეს ნამდვილად შესაძლებელია, მე მჯერა.

მე მიყვარს ჩემი სამშობლო, მიყვარს ჩემი ქვეყანა, მე მიყვარს ქართველი ადამიანი, ძალიან ბევრის მნახველი, გამობრძმედილი, ვინც მოიტანა ეს ყველაფერი ჩვენამდე და ჩვენ დღეს ვამაყობთ ბევრი ნიჭიერი ადამიანით - გინდ, ეს ხელოვნების, კულტურის, სპორტის, მეცნიერების დარგი იყოს, თუნდაც პოლიტიკის, გინდაც ბიზნესის, გამორჩეული ადამიანი ძალიან ბევრია ჩვენს საქართველოში, უნიჭიერესი ადამიანები არიან“, - განაცხადა ყაველაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×