რეზონანსი
16.12.2024

პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გია ვოლსკიმ სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ისაუბრა, რომლის თქმითაც, ის კვლავ რჩება პრეზიდენტად. ვოლსკის აზრით, სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილება ეროვნულ ინტერესებს უპირისპირდება.

"არჩეულ იქნა ახალი პრეზიდენტი. სალომე ზურაბიშვილისთვის ურთულესი პერიოდია იმ გაგებით, რომ დესტრუქციული გეგმა განავითაროს. რასაკვირველია, მისი განცხადება პირდაპირ უპირისპირდება არა ახალ არჩეულ პრეზიდენტს, არა ხელისუფლებას, არამედ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, რომ შეინარჩუნოს სტაბილურობა.

ბოლომდე შეეცდება, რომ ეს გეგმა განავითაროს, ამას სხვას ვერაფერს დავარქმევ თუ არა შეთქმულებას საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ", - განაცხადა ვოლსკიმ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×