რეზონანსი
15.12.2024

აჭარის მთავრობის სახლთან მოქალაქეები საპროტესტო აქციას მართავენ. როგორც შეკრებილებმა განაცხადეს, საპროტესტო აქციები გაგრძელდება, ვიდრე ხელისუფლება არ შეიცვლება.

„ვაპროტესტებთ ყველა იმ უსამართლობას, რაც ხდება და რაც ხდებოდა რუსთაველზე, ახალგაზრდებზე ძალადობენ და სცემენ. ახლა ჩვენ უფრო მეტს ვაკეთებ და არ უნდა გავჩერდეთ. უფრო მეტნი ვიქნებით და შეუჩერებელი იქნება ეს პროცესი", - აცხადებენ შეკრებილები.

აქციის მონაწილეებს პედაგოგები და ხელოვანები შეუერთდნენ. აჭარის მთავრობის სახლთან სამართალდამცავებიც იმყოფებიან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×