რეზონანსი
15.12.2024

კახა კალაძე ადასტურებს, რომ იმიტირებული ზეიმის მოწყობა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით სურდა. ჩაშლილი ღონისძიების მასპინძელი ირწმუნება, რომ აქციის პარალელურ თავყრილობაზე ყველა საკუთარი სურვილით მივიდა, მაგრამ ნაძვის ხის ანთება გადადო, რადგან მისი მტკიცებით, რუსთაველზე შეკრებილებს პროვოკაცია ჰქონდათ დაგეგმილი. 

პირდაპირ გამოვედი და საჯაროდ მოვუწოდე ყველას, ვისაც სურვილი აქვს, მობრძანდით. ჩვენ არ დაგვიყვია ადამიანების პოლიტიკური შეხედულებებით. პირდაპირ გამოვედი და მოვუწოდე ყველას, მობრძანდით თქვენი შვილებით, შვილიშილებით და ერთად ავანთოთ ნაძვი ხეს. რა თქმა უნდა, პედაგოგსაც შეუძლია მოსვლა, საჯარო მოხელესაც შეუძლია მოსვლა, თუნდაც იმ განაწყენებულ ადამიანს, იმასაც შეუძლია მოსვლა. ეს ხომ სახალხო ზეიმია. ბავშვებც იყვნენ.

გუშინ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ღონისძიება გადაგვედო. შემოგვივიდა ინფორმაცია, რომ იგეგმებოდა პროვოკაცია. გარდა ამისა, ჩვენ ვიხილეთ, რომ იყო მძმე ნივთების სროლა სცენის მიმართულებით, ბოთლები, რაც ძალიან ცუდია. იყო აგრესიული ჯგუფი. ახალი წელი ხომ ვერ გადაიდება, ახალი წელი ყველა შემთხვევაში შემოდის და შესაბამისად, ღონისძიებაც ჩატარდება უახლოესი დღეების განმავლობაში. საერთოდ არანაირი კავშირი არ აქვს ამ რადიკალებს ამ ევროპასთან, არც ადამიანის სიყვარულთან და არც ქვეყნის სიყვარულთან. უსამშბლო რადიკალები არიან, - ამბობს კალაძე. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×