რეზონანსი
15.12.2024

როგორც კი აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია ოფიციალურად დაიწყებს მუშაობას, რადიკალურად განსხვავებული პოლიტიკური მოცემულობა იქნება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს დასავლეთთან და აშშ-თან საქართველოს ურთიერთობის პერსპექტივებთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განუცხადა.

„რაც შეეხება ურთიერთობას დასავლეთთან და ზოგადად, ამერიკის შეერთებულ შტატებთან, როგორც კი ახალი ადმინისტრაცია ოფიციალურად დაიწყებს მუშაობას, ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, იქნება რადიკალურად განსხვავებული პოლიტიკური მოცემულობა და მდგომარეობა საქართველოსთან მიმართებითაც, როგორც აშშ-ის, ისე ევროპის  მხრიდან. ჩვენთვის მიუღებელია ის დამოკიდებულება და ურთიერთობები, რაც დღეს არის, მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ჩვენ გვინდა, რომ  გადაიტვირთოს ეს ურთიერთობები, კიდევ უფრო გაღრმავდეს, მეგობრული გახდეს, ნამდვილი მეგობრული და ნამდვილი პარტნიორული, რომელიც იქნება ორმხრივი და არა ცალმხრივი, მხოლოდ ერთ მხარეზე დაფუძნებული“, – განაცხადა კახა კალაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×