რეზონანსი
15.12.2024

სანქციები დააწესა ლიეტუვამაც. სანქცირებულია, მათ შორის, თვითმარქვია პრემიერი კობახიძე და მოძალადე რეჟიმის მსახური 17­ პირი, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გრიგოლ გეგელია აცხადებს, რითაც საქართველოს თანამდებობის პირებისთვის სანქციების დაწესებას ეხმაურება.

გეგელიას თქმით, პრემიერ-მინისტრ, ირაკლი კობახიძის დასანქციება არის იმის ნიშანი, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებილეგიტიმურად არ ცნობენ „ქართული ოცნების“ მთავრობას.

„მოქმედი ე. წ. პრემიერის დასანქცირება არის იშვიათად მკაფიო სიგნალი, რომ ევროპული კავშირის სახელმწიფოები არ ცნობენ თვითმარქვია, არალეგიტიმურ ხელისუფლებას, არ აპირებენ მასთან რაიმე ფორმით თანამარომლობას.

ქართველმა ხალხმა დაუყონებლივ უნდა მიაღწიოს ახალ არჩევნებსა და ლეგიტიმურ ხელისუფლებას“, - აცხადებს გეგელია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×