რეზონანსი
15.12.2024

თბილისის მერი, კახა კალაძე ესტონეთის მიერ სანქციების დაწესებაზე, რომლის სიაშიც, სავარაუდოდ, თავადაცაა, ამბობს, რომ "არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს".

კალაძემ ჟურნალისტების კითხვებზე საპასუხოდ ტრადიციულად პროპაგანდისტული განცხადება გააკეთა, რომ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში ვითარება შეიცვლება.

"საერთოდ არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს, ეს არის დროებითი პროცესი.

ყველანაირი სიბინძურის კადრების სრული პიკი, თეთრზე პირდაპირ გვიმტკიცებენ, შავია და აქვთ თვალებში ნაცრის შეყრის მცდელობა.

კარგად ვხედავთ, თუ რა ბინძური ძალა ებრძვის საქართველოს. 20 იანვრის შემდეგ, როცა ახალი ადმინისტრაცია, ახალი პრეზიდენტი დაიწყებს აშშ-ში, რადიკალურად იქნება განსხვავებული მოცემულობა მსოფლიოშიც, ევროპაშიც და, რა თქმა უნდა, საქართველოსთან მიმართებაშიც", - თქვა კალაძემ.

დღეს, 15 დეკემბერს ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ X-ზე დაწერა, რომ არალეგიტიმური მთავრობის კიდევ 14 წევრს, მათ შორის ირაკლი კობახიძეს, სანქციები დაუწესეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×