რეზონანსი
15.12.2024

უამინდობამ საქართველოში პრობლემები შექმნა. დასავლეთის და აღმოსავლეთის დამაკვშირებელ მთავარ მაგისტრალზე დიდთოვლობის გამო გადაადგილების პრობლემებია. რიკოთზე ავარიების რისკის გამო შეიზღუდა მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა. 3 დღის განმავლობაში ასობით ტრაილერის მძღოლი სურამის მისადგომებთანაა გაჩერებული.

მძღოლები ამბობენ, რომ საკვების და საწვავის რესურსი ეწურებათ. ისინი შესაბამის უწყებებისგან დახმარებას ითხოვენ.

3 დღეა აქ ვდგავართ. არანაირი ყურადღება. გზას ჩვენ თითონაც ვუყურებთ, არც მარილი იყრება , გაწმენდაზე საღეტოდ ლაპარკი ზედმეტია. ვრეკავთ საგზაო დეპარტამენტში და თვითონაც ვერ გვეუბნებიან როდის უნდა გაგვიშვან. ზოგს საწვავის პრობლემა აქვს უკვე, სხვანაირად ვერ ვთბებით, მანქანა უნდა დავქოქოთ, ზოგს საკვების მარაგი უთავდება, ზოგს ფუჭებადი ტვირთი აქვს. ვისაც ეხება, მოგვაქციოს ელემენტარული ყურადღება, ჩვენც ადამიანები ვართ, - ამბობს ტრაილერის მძღოლი. 

უამინდობის გამო ასევე მოსახლეობისთვის ბუნებრივი აირის და ელექტროენერგიის მიწოდებაა შეფერხებული. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×