რეზონანსი
15.12.2024

კალაძემ სამი დღის წინ გასცა დავალება გამგეობებზე, კონკრეტული რაოდენობის ადამიანები მოეყვანათ ნაძვის ხის ღონისძიებაზე - ჯამში მხოლოდ 500-მდე ადამიანის მოყვანა შეძლეს, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს.

მისივე ინფორმაციით, ინსტრუქცია იყო ბავშვებით მისვლა.

„კალაძემ სამი დღის წინ გასცა დავალება გამგეობებზე (რომელიც შეზრდილია „ოცნების“ პარტიულ სტრუქტურაში), კონკრეტული რაოდენობის ადამიანები მოეყვანათ ნაძვის ხის ღონისძიებაზე.

ინსტრუქცია იყო მოსვლა ბავშვებით.

დიდ რაიონებს (სამგორი, გლდანი, საბურთალო, ისანი, ნაძალადევი) 1000 - 1000 ადამიანის მოყვანა დაევალა, შედარებით პატარა რაიონებს 500-500(მთაწმინდა, ვაკე, დიდუბე, ჩუღურეთი, კრწანისი).

ჯამში მხოლოდ 500-მდე ადამიანის მოყვანა შეძლეს (თვითდინებით არავინ მისულა) და ფაქტობრივად არცერთი ბავშვი, შავრაზმელებით გარშემორტყმული ნაძვის ხე და რუსთაველზე თავისუფალი, ლაღი და მხიარული დემონსტრანტები“, - წერს ნიკა მელია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×