რეზონანსი
15.12.2024

როდესაც ბავშვებთან ერთად ვბრუნდებოდი რუსთაველის გამზირიდან, ჩვენც მოგვაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა და ბულინგის დაწყების მცდელობა ჰქონდათ, მაგრამ ჩვენ ყურადღება არ მივაქციეთ. ყოველ დღიურად გვიწევს ამის ყურება და ატანა, - განაცხადა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, თინათინ ნიბლოშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“.

„სკოლის მოსწავლეები ერთმანეთს სოციალური ქსელებიდან შლიან, საჯაროდ ნიშნავენ, ლანძღავენ, აბულინგებენ, აგინებენ. სხვადასხვა უნივერსიტეტში პირდაპირ მოწოდება ხდება იმისკენ, რომ თუ დღეს არ დგახარ რუსთაველზე, შენ ხარ რუსი და მოღალატე. პოლიციელს, ადამიანს, რომელსაც შენი ქვეყნის დასაცავად აცვია ფორმა, მას რომ ეძახი მას მონას, ისიც ადამიანია და ყველაზე დიდი შეურაცხყოფაა, რომ ოკუპირებული ქვეყნის ჯარისკაცს ეძახო რუსი“, - აღნიშნა თინათინ ნიბლოშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×