რეზონანსი
15.12.2024

როგორც  ექსპერტი დავით ჩიხელიძე აღნიშნავს, ნაძვის ხის ანთებას ბავშვები ერთი წელია ელოდებიან, მაგრამ ბავშვების ინტერესი ოპოზიციისთვის არაფერს ნიშნავს.

„ნაძვის ხის ანთება ერთგვარი ტექსტი იყო ოპოზიციისთვის, დაძლევდნენ საკუთარ ეგოს და ბავშვებს ნაძვის ხის ანთების შესაძლებლობას მისცემდნენ თუ ესკალაციაზე წავიდოდნენ, სამწუხაროდ ოპოზიციამ ტესტი ვერ ჩააბარა, მათთვის ბავშვი მხოლოდ მაშინ არის საინტერესო როცა აქციაში ებმება ან მოლოტოვის კოქტეილს ისვრის (არსებობს აღნიშნულის კადრები) სხვა შემთხვევაში ბავშვის საუკეთესო ინტერესები არაფერს ნიშნავს.

ნაძვის ხე, ერთი ადამიანის სურვილის გამო არ ინთებოდა, ის არ ემსახურებოდა რომელიმე კონკრეტული ჯგუფის ინტერესებს, მისი ანთება საერთო, სახალხო საქმე იყო, რომელსაც ბავშვები ერთი წელია ელოდებიან, მაგრამ ბავშვების ინტერესი ოპოზიციისთვის არაფერს ნიშნავს!

დღეს რამდენიმე განცხადებას მოვისმინე: როგორ შეიძლება ნაძვის ხის ანთება, რა გვეზეიმება და ა.შ. მინდა ამ ხალხს შევახსენო რომ უკრაინაში 2023 წელს, არათუ ნაძვის ხეები, არამედ მეტროს სადგურები მორთეს, რათა ბავშვებისთვის საახალწლო განწყობა შეექმნათ. ის რაც უკრაინაში მისაღები და მოსაწონია, ჩვენთან მიუღებელი რატომ არის?

ხედავთ როგორ შავ დღეშია ოპოზიცია? ბავშვებს ებრძვიან, რაც მრავლისმთქმელია და ოპოზიციის სავალალო მდგომარეობაზე მიანიშნებს", - წერს დავით ჩიხელიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×