რეზონანსი
15.12.2024

სალომე ზურაბიშვილი უნდა დაემორჩილოს საქართველოს კონსტიტუციას და უნდა დატოვოს ის პოზიცია, რომლის ვადა კონსტიტუციის მიხედვით 30 დეკემბერს ამოიწურება, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა პაატა სალიამ.

„ჩვენ ვხედავთ მცდელობას, რომ დღეს მოქმედმა პრეზიდენტმა გაიხანგრძლივოს მისი ყოფნა ამ პოზიციაზე. ვფიქრობ, რომ ეს არის პოლიტიკური განცხადებები, ეს კიდევ ერთი მცდელობაა, რომ რაღაც მუხტი შეიქმნას საზოგადოებაში. სალომე ზურაბიშვილმა თავისი პოზიცია გვაჩვენა ჯერ კიდევ არჩევნებამდე, როდესაც დაიწყო მოლაპარაკებები ოპოზიციურ პარტიებთან, არჩევნების შემდგომაც, როდესაც ინფორმაციის გარეშე არჩევნები გაყალბებულად გამოაცხადეს. დღეს აშკარად ჩანს, რომ არანაირი ძალა, არანაირი მუხტი არ არსებობს, რომელიც შეძლებს ძალადობრივი წესით შეცვალოს საქართველოში ხელისუფლება“, - აღნიშნა პაატა სალიამ.

ამერიკული მოდელით პრეზიდენტის არჩევნები დღეს ჩატარდა. ინაუგურაცია კი 29 დეკემბერს გაიმართება. მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს პრეზიდენტად აირჩიეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×