რეზონანსი
14.12.2024

გუ­და­ურ­ში დატ­რი­ა­ლე­ბულ ტრა­გე­დი­ა­ზე ახა­ლი დე­ტა­ლე­ბი ხდე­ბა ცნო­ბი­ლი. ერთ-ერთ კო­ტე­ჯში 12 ადა­მი­ა­ნის ცხე­და­რი იპო­ვეს, მათ­გან 11 უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქეა, ერთი კი - სა­ქარ­თვე­ლოს.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ცნო­ბით, პირ­ვე­ლა­დი დათ­ვა­ლი­ე­რე­ბით ცხედ­რებს ძა­ლა­დო­ბის კვა­ლი არ აღე­ნიშ­ნე­ბათ.

"ამბები" ყაზ­ბე­გის მერს, ბა­კურ ავ­სა­ჯა­ნიშ­ვილს და­უ­კავ­შირ­და:

"უმ­ძი­მე­სი ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და გუ­და­ურ­ში, სულ 12 ადა­მი­ა­ნია გარდაცვლილი და მათ­გან ერთი ქარ­თვე­ლია, და­ნარ­ჩე­ნე­ბი ინ­დო­ე­ლე­ბი არი­ან. მათ ნა­ქი­რა­ვე­ბი ჰქონ­დათ კო­ტე­ჯი, რო­გორც ვიცი ეს კო­ტე­ჯი არის ად­გი­ლობ­რი­ვის, გვა­რად მარ­სა­გიშ­ვი­ლის. თვი­თონ ეს ადა­მი­ა­ნი სხვა­გან ცხოვ­რობს და ეს კო­ტე­ჯი მი­ქი­რა­ვე­ბუ­ლი ჰქონ­და მათ­თვის. რო­გორც შე­ვი­ტყვე, მათ პა­ტა­რა ბიზ­ნე­სი ჰქონ­დათ, ამ­ბო­ბენ, კა­ფეს ამუ­შა­ვებ­დნე­ნო და ნა­ქი­რა­ვე­ბი ჰქონ­დათ რო­გორც კო­მერ­ცი­უ­ლი ფარ­თი, ასე­ვე კო­ტე­ჯი, სა­დაც ღა­მით იძი­ნებ­დნენ.

ახა­ლი გუ­და­უ­რის ასავ­ლელ­თან მდე­ბა­რე­ობს ეს კო­ტე­ჯი. გუ­შინ იყო ძლი­ე­რი ქარი მთელ სა­ქარ­თვე­ლო­ში, ასე­ვე გუ­და­ურ­შიც და გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დით გა­ი­თი­შა ელექტრო­ე­ნერ­გია. რო­გორც ირ­კვე­ვა, მათ ჩარ­თეს შიგ­ნით, შე­სას­ვლელ ოთახ­ში გე­ნე­რა­ტო­რი და თა­ვი­ან­თი ოთა­ხე­ბის კა­რე­ბი ღია ჰქონ­დათ. რო­გორც ამ­ბო­ბენ, ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თი საკ­მა­რი­სი იყო იმის­თვის, რომ ამ გა­მო­ნა­ბოლ­ქვით მო­წამ­ლუ­ლიყ­ვნენ.

ამ დრო­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სწო­რედ ამით არი­ან გარ­დაც­ვლი­ლე­ბი. ყვე­ლა­ნი ად­გილ­ზეა და­ღუ­პუ­ლი. გარ­დაც­ვლი­ლებს შო­რის არი­ან რო­გორც მა­მა­კა­ცე­ბი, ასე­ვე ქა­ლე­ბი. ეტყო­ბა ერთი ცუ­დად გახ­და, მაგ­რამ მან გა­მოს­ვლა გა­რეთ მა­ინც ვერ შეძ­ლო და გო­ნე­ბა და­კარ­გა. ბი­ნა­ში სულ ორ ადა­მი­ანს აე­რია გული, ცუ­დად გახ­და. შიგ­ნით არის გე­ნე­რა­ტო­რი ჩარ­თუ­ლი, ერთი მა­ინც რო­გორ ვერ მიხ­ვდა, რომ ეს კა­ტე­გო­რი­უ­ლად არ შე­იძ­ლე­ბო­და. გა­მო­ნა­ბოლ­ქვით არი­ან გარ­დაც­ვლი­ლე­ბი. რაც შე­ე­ხე­ბა ქარ­თველს, ქალ­ბა­ტო­ნია. რო­გორც ჩანს, ისიც მათ­თან მუ­შა­ობ­და და ერთი კო­ტე­ჯი მთლი­ა­ნად ჰქონ­დათ ნა­ქი­რა­ვე­ბი", - განაცხადა ყაზბეგის მერმა.

ambebi.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×