რეზონანსი
13.12.2024

სალომე ზურაბიშვილი, სამწუხაროდ, ცდილობდა ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის ზიანის მიყენებას, განსაკუთრებით, ბოლო სამი წლის განმავლობაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აზერბაიჯანულ ტელეკომპანიასთან ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, 29 დეკემბერს საბოლოოდ იწურება სალომე ზურაბიშვილის უფლებამოსილების ვადა.

"სალომე ზურაბიშვილი, სამწუხაროდ, ცდილობდა ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის ზიანის მიყენებას, განსაკუთრებით, ბოლო სამი წლის განმავლობაში. ეს არის სამწუხარო მოვლენა, როდესაც პრეზიდენტი პირდაპირ უპირისპირდება საკუთარი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, თუმცა მადლობა ღმერთს, საქართველო იყო და არის საპარლამენტო რესპუბლიკა, შესაბამისად, პრეზიდენტს ბევრის დაზიანება არ შეეძლო ჩვენი ქვეყნისთვის. 29 დეკემბერს იწურება საბოლოოდ მისი უფლებამოსილების ვადა და, რა თქმა უნდა, მას მოუწევს პენსიაზე გასვლა", - განაცხადა პრემიერმა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×