რეზონანსი
12.12.2024

36 წლის ბექა მინ­დო­რაშ­ვილს, რო­მელ­საც მეტ­რო­სად­გურ "სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში" ლაშა ამი­რე­ზაშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბას ედა­ვე­ბი­ან, აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და. აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლემ ლე­ვან გე­ლო­ვან­მა მი­ი­ღო.

დღე­ვან­დელ სხდო­მა­ზე და­კა­ვე­ბუ­ლის მი­მართ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის შე­ფარ­დე­ბა­ზე იმ­სჯე­ლეს.

სა­ხელ­მწი­ფო ბრალ­დე­ბა ბრალ­დე­ბუ­ლის მი­მართ ყვე­ლა­ზე მკაც­რი აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის პა­ტიმ­რო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას მო­ი­თხოვ­და.

რო­გორც საქ­მის პრო­კუ­რო­რი აცხა­დებ­და, ბრალ­დე­ბულ­მა ყო­ველ­გვა­რი მი­ზე­ზის, სა­ბა­ბის გა­რე­შე, ლაშა ამი­რე­ზაშ­ვილს ხელი კრა.

ბრალ­დე­ბის მხა­რის გან­მარ­ტე­ბით, და­კა­ვე­ბუ­ლის მი­მართ პა­ტიმ­რო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის რო­გორც ფორ­მა­ლუ­რი, ასე­ვე ფაქ­ტობ­რი­ვი სა­ფუძ­ვლე­ბი არ­სე­ბობს.

სა­ხელ­მწი­ფო ბრალ­მდებ­ლის გან­ცხა­დე­ბით, ბექა მინ­დო­რაშ­ვი­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის სა­ში­ში პი­როვ­ნე­ბაა, ის წარ­სულ­ში არა­ერ­თხე­ლაა ნა­სა­მარ­თლე­ვი, მათ შო­რის, ყა­ჩა­ღო­ბის­თვის და ადა­მი­ა­ნე­ბის დაჭ­რის­თვის, მათ შო­რის, ის პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბის თა­ნამ­შრო­მელს თავს 2-ჯერ და­ეს­ხა.

პრო­კუ­რო­რის თქმით, მას შემ­დეგ, რაც ბრალ­დე­ბულ­მა ამი­რე­ზაშ­ვილს ხელი ჰკრა, ად­გი­ლი­დან მი­მალ­ვა სცა­და და ის სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა შე­ა­კა­ვეს. ამას გარ­და, პრო­კუ­რო­რის თქმით, მის მი­მართ ფსი­ქი­ატ­რი­უ­ლი ექ­სპერ­ტი­ზის ჩა­ტა­რე­ბის­თვის უმ­ჯო­ბე­სია, პა­ტიმ­რო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­დეს.

დაც­ვის მხა­რემ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა სა­სა­მარ­თლოს მი­ან­დო.

გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბრალ­დე­ბულ­მა ამი­რე­ზაშ­ვილს ხელი ჰკრა და ლი­ან­და­გებ­ში ჩა­აგ­დო, რა დრო­საც მას მოძ­რა­ვი ელ­მა­ვა­ლი შე­ე­ჯა­ხა.

ბექა მინ­დო­რაშ­ვილს ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 109-ე მუხ­ლის „ვ“ და „მ“ ქვე­პუნ­ქტე­ბით (გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა, ჩა­დე­ნი­ლი ხუ­ლიგ­ნუ­რი ქვე­ნაგ­რძნო­ბით და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით) წა­რედ­გი­ნა, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 16-დან 20 წლამ­დე ან უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×