
რეალურად, დაჯგუფებებიც, სუს-ის განცხადებაც, მანამდე ჩემთან მოწერილი ინფორმაციაც, სამი საათის განმავლობაში ვითომ რომ ცინიკოსობდნენ რაღაცებს და შემდეგ მათი „სქრინები“ სანამ არ დავუდე, მანამდე ხმა არ გაკმინდეს, ეს ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ მათი ერთადერთი გადამრჩენი არის მსხვერპლი ან გარედან მიღებული რადიკალური ზომები, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.
მისივე თქმით, რადიკალურ ზომებს აღარ ელოდებიან, არიან სასოწარკვეთაში და ახლა ფიქრობენ, რომ ერთადერთი, რამაც შესაძლოა ისინი გადაარჩინოს ამ სიტუაციაში, არის მსხვერპლი. ღმერთმა არ ქნას, ეს ასე იყოს.
„საფრთხილოა, გასაფრთხილებელია, მაგრამ საბედნიეროდ, არც ამის რესურსი ჩანს მათი მხრიდან არსად“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.