რეზონანსი
11.12.2024

საფრანგეთში ემანუელ მაკრონის შუამავლობით გამართულ შეხვედრაზე დონალდ ტრამპმა ვოლოდიმირ ზელენსკის უთხრა, რომ მას სურს დაუყოვნებელი ცეცხლის შეწყვეტა და მოლაპარაკებები ომის სწრაფად დასასრულებლად, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი" ავრცელებს.

გარდა ამისა, როგორც წყარომ განაცხადა, ზელენსკიმ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ მშვიდობას სჭირდება გარანტიები და მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტა საკმარისი არ არის, რადგან პუტინს შეუძლია, ისევ დაარღვიოს ის, როგორც ამას აქამდე აკეთებდა.

კითხვაზე, თუ როგორ მიიღეს ეს განცხადება, წყარომ ტრამპზე მითითებით თქვა, „ის ყველა დეტალზე ფიქრობს".

როგორც ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა აღნიშნა, მაკრონი და ზელენსკი „ერთსა და იმავე მხარეს იყვნენ პარიზში გამართულ შეხვედრაზე, მაგრამ ცდილობდნენ არ გამოჩენილიყვნენ, თითქოს ისინი ტრამპს კუთხისკენ უბიძგებდნენ".

მათ წარმოადგინეს სიტუაციის ხედვა და ხაზგასმით აღნიშნეს, რომ აშშ-ის მხარდაჭერის გარეშე კიევისთვის ძალიან რთული იქნება. მაკრონმა ასევე გამოიყენა შეხვედრა იმის დასამტკიცებლად, რომ ევროპელებმა უკვე ბევრი გააკეთეს უკრაინის მხარდასაჭერად და ისინი ასევე მზად არიან, უსაფრთხოების ტვირთი უფრო თანაბრად გაიზიარონ შეერთებულ შტატებთან.

„როიტერის" ინფორმაციით, მაკრონმა და ზელენსკიმ ასევე აუხსნეს ტრამპს, რომ პუტინი 2024 წელს არ არის იგივე, რაც იყო 2017 წელს, მისი ბოლო საპრეზიდენტო ვადის დროს

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×