რეზონანსი
11.12.2024

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილმა აცხადებს, რომ რადიკალები სიტუაციის დასამძიმებლად სისხლის დაღვრასაც არ მოერიდებიან.

„როგორც ეტყობა, მათი [ოპოზიციის] თვალთახედვით ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სიტუაციის სიმძიმე უფრო მეტად გამოიკვეთოს. ამ ყველაფრის მისაღწევად არ ერიდებიან ეს უსამშობლო ადამიანები სისხლი დაიღვაროს. მოვუწოდებ სიფრთხილისკენ როგორც საზოგადოებას, ასევე იმ პირებს, ვინც ოდნავ მაინც ფიქრობს და გეგმავს იმას, რომ კრიმინალის ჩადენით, რაიმე ფორმით ის მერე დაუსჯელი დარჩება. ძალიან ცდებიან, რადგან სახელმწიფო იქნება უმკაცრესი ყველა იმ პირის მიმართ, ვინც გადაწყვეტს და სახელმწიფოს, ან საზოგადოების ნებისმიერი წევრის წინააღმდეგ ასწევს ხელს - იმ კრიმინალში და იმ გეგმებში, რაც ამ დესტრუქციულ ძალებს გააჩნიათ“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×