რეზონანსი
11.12.2024

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი არჩილ გორდულაძე მმართველ პარტიას ინიციატივით მიმართავს, აქციებზე ლაზერის გამოყენება აკრძალოს. შესაბამისი ინიციატივა არჩილ გორდულაძემ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გააჟღერა. მისი თქმით, აქციის მონაწილეები ხშირად ანათებენ ლაზერებს სამართალდამცველებს და სამეთვალყურეო კამერებს, რაც პოლიციისთვის შემაფერხებელი ფაქტორია.

„პრაქტიკამ აჩვენა, რომ ხშირად გამოიყენება ლაზერები, სანათები შეკრებების დროს, რომელიც თავის მხრივ, პრობლემებს წარმოშობს იმ ორგანოების საქმიანობის მიმართ, რომელთა პასუხისმგებლობაც არის, რომ ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა უზრუნველყოფილი იყოს და მოხდეს შესაბამისი სამართალდარღვევების პრევენცია.ხშირად არის გამოყენებული ეს ლაზერები იმისათვის, რომ მინათებული იყოს სხვადასხვა კამერაზე, რომელიც უზრუნველყოფს მეთვალყურეობას. ამავდროულად, შესაძლებლობა ნაკლები აქვთ მოხელე სამართალდამცავებს, რომ თავიანთ საქმიანობა განახორციელონ, მაშინ როდესაც ლაზერები აქვთ მინათებული. გთავაზობთ, რომ ლაზერებიც არ იყოს დასაშვები შეკრებების დროს,“ - განაცხადა გორდულაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×