რეზონანსი
10.12.2024

სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ ჯგუ­ფუ­რად ჩა­დე­ნი­ლი სხვი­სი ნივ­თის და­ზი­ა­ნე­ბის ფაქ­ტზე ერთ პირს ბრალ­დე­ბა წა­რუდ­გი­ნა. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რა ავ­რცე­ლებს.

მათი ცნო­ბით, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ 4 დე­კემ­ბერს, ბრალ­დე­ბულ­მა სხვა პი­რებ­თან ერ­თად, და­ა­ზი­ა­ნა და გა­ა­ნად­გუ­რა თბი­ლის­ში, რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის ცენ­ტრ 112-ს ბა­ლანსზე რი­ცხუ­ლი ვი­დეო სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო კა­მე­რე­ბი, რა­მაც 7 700 ლა­რის ოდე­ნო­ბით ზი­ა­ნი გა­მო­იწ­ვია.

"სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ბრალ­დე­ბუ­ლი 9 დე­კემ­ბერს და­ა­კა­ვეს. მას ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 187-ე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლის „გ" ქვე­პუნ­ქტით (ჯგუ­ფუ­რად სხვი­სი ნივ­თის და­ზი­ა­ნე­ბა, რა­მაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ზი­ა­ნი გა­მო­იწ­ვია) წა­რედ­გი­ნა, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 3-დან 6 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

პრო­კუ­რა­ტუ­რა ბრალ­დე­ბუ­ლის­თვის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის შე­ფარ­დე­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბით, თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს კა­ნო­ნით დად­გე­ნილ ვა­და­ში მი­მარ­თავს.

სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა",- ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×