რეზონანსი
09.12.2024

თქვენ იცით, რომ წინა მოწვევის პარლამენტშიც იყო ამაზე მსჯელობა სხვადასხვა არგუმენტით, თუმცა აქ ჩვენ ვნახეთ, რომ ფაქტობრივად ცეცხლი იყო გახსნილი, სპეციალურად გაკეთებული ამ პიროტექნიკისგან, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ პიროტექნიკის რეგულაციის საკითხზე საუბრისას.

„ჩვენ ვნახეთ ის პოლიციელები, სამართალდამცველები, რომლებსაც ამომწვარი აქვთ ზოგს თვალი და ზოგს ფეხი აქვს გაუბედურებული. ეს ტრაგედია ორივე მხარეს ტრიალებს. ამის პრევენციისთვის ჩვენ მივიღებთ შესაბამის რეკომენდაციებს თუ როგორ და რა შემთხვევაში გაიყიდება და ამ სფეროს მოვაწესრიგებთ“, - აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.

პიროტექნიკის რეგულაციის საკითხზე პარლამენტი მიმდინარე კვირაში იმსჯელებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×