რეზონანსი
09.12.2024

საპროტესტო აქციის მონაწილეები ბათუმის იუსტიციის სახლში შევიდნენ და თანამშრომლებს გაფიცვისკენ მოუწოდეს. მოგვიანებით, აქციის მონაწილეებს შენობა დაატოვებინეს. ისინი იუსტიციის სახლის მიმდებარედ რჩებიან და საჯარო უწყების თანამშრომლებს გაფიცვისკენ მოუწოდებენ.

„მხედრიონელებს" გავხართ, ბორინკას მცველები ხართ... გაიღვიძეთ, ქვეყანას გვართმევენ", - მიმართა სამართალდამცავებს აქციის მონაწილეებმა.

შენობის მთავარ შესასვლელთან ნიღბიანი სამართალდამცავები არიან მობილიზებული.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×