რეზონანსი
09.12.2024

პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, პარლამენტმა საქმიანობა განაახლა. როგორც მან ბრიფინგზე განაცხადა, 14 დეკემბერს, შედგება საარჩევნო კოლეგიის მიერ საქართველო პრეზიდენტის არჩევა.

„დღეს ჩვენ განვაახლეთ საპარლამენტო საქმიანობა, ჩატარდება ბიუროს სხდომა, დავამტკიცებთ დღის წესრიგს, ამ კვირის ბოლოს დავხურავთ საშემოდგომო სესიას, ხოლო შაბათს, 14 დეკემბერს, შედგება საარჩევნო კოლეგიის მიერ საქართველო პრეზიდენტის არჩევა“, - აღნიშნა მან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×