რეზონანსი
09.12.2024

საქართველოს მოქალაქე, რომელსაც 2012 წელს მკვლელობისთვის იტალიაში 21 წელი მიუსაჯეს და 100 ყველაზე საშიშ გაქცეულს შორისაა, თურქეთში დააკავეს და იტალიაში გადასცეს.

იტალიის პოლიციის მიერ შაბათ-კვირას გაკეთებული განცხადების თანახმად, 43 წლის მაკა ქატიბაშვილი, სავარაუდოდ, დაკავშირებულია მაფიოზურ კრიმინალურ ორგანიზაციასთან, კერძოდ "კანონიერი ქურდების" ერთ-ერთ კლანთან.

ცნობილი გახდა, რომ ქათიბაშვილი იტალიისა და თურქეთის პოლიციის თანამშრომლობით დააკავეს და რომში გასულ პარასკევს ჩაიყვანეს.

ქატიბაშვილი 2012 წლის 6 იანვარს, სამხრეთ იტალიაში, ქალაქ ბარში, საქართველოს მოქალაქის, ე.წ "კანონიერი ქურდის", რევაზ ჭურაძის მკვლელობაში მონაწილეობისთვის იძებნებოდა. ადგილობრივი პრესა აცხადებს, რომ მკვლელობა მაფიოზურ დაჯგუფებებს შორის კონფლიქტის შედეგად მოხდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×