რეზონანსი
08.12.2024

საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გიორგი ვოლსკი დედაქალაქის ცენტრში მიმდინარე აქციებს ეხმაურება. მისი თქმით, არ არსებობს საქართველოს საგარეო კურსის შეცვლის რაიმე რესურსი.

"ჩამოყალიბდა დემონსტრანტების ორი ჯგუფი – ადამიანთა დიდი ჯგუფი, რომელიც მართლა ფიქრობს (არ ვიცი, გულუბრყვილობით მოსდის თუ პროპაგანდა მუშაობს), რომ შეიძლება, ხვალ უცებ ჩელიაბინსკში გაიღვიძო... და არის მეორე, საკმაოდ კარგად ორგანიზებული ჯგუფი, რომელიც, მათი აზრით და მათი გეგმით, არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებს ვითარების სტაბილურობასა და ამ პროცესების გარკვეულ ცივილიზებულ სტანდარტებში გადაყვანას. თეორიულადაც კი, არ არსებობს საქართველოს საგარეო კურსის შეცვლის რაიმე რესურსი – რომც უნდოდეს ვინმეს ამის გაკეთება. მეორე – არჩევნები არ გაყალბებულა და ხელისუფლება პასუხისმგებელია არა მხოლოდ 1 200 000-მდე თავისი მხარდამჭერი, არამედ - თითოეული ადამიანის მიმართ", - აცხადებს ვოლსკი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×