რეზონანსი
08.12.2024

„ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფზე თავდასხმას სოციალურ ქსელში ნატალია ქუთათელაძე ეხმაურება. ნატალია კითხულობს, საზოგადოების ნაწილი გასული დღეების განმავლობაში ნაცემ მოქალაქეებზე რატომ არ აღშფოთდა სათანადოდ. მუსიკოსი აღნიშნავს, რომ ეს დამოკიდებულება არასამართლიანია.

„ძალიან მიხარია რომ ვხედავ სრულიად ერის აღშფოთებას! ერთი კითხვა მაქვს, პატარა ქალაქია და ყველამ ვიცით დაახლოებით ვისი შურისძიება იყო დღეს, მაგრამ!!!

ამ დღეების მანძილზე ნაცემი ხალხის მიმართ არ აღშფოთდით და დღევანდელმა ასე ძალიან რატომ იმოქმედა?

ისე არანაირი სხვაობა არაა, სუსი გცემს, კუდი, ხარება თუ ქოცების ძველ ბიჭობა. არაა სამართლიანი ეს დამოკიდებულება,“ – წერს ნატალია ქუთათელაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×