რეზონანსი
07.12.2024

 

 გლობალისტებს შორის პანიკა იწყება. საქართველოში ისინი აწყობენ მეორე მაიდანს, რადგან იქ აირჩიეს პოლიტიკური ძალა, რომელიც ტრადიციებს, ქრისტიანულ ღირებულებებსა და სუვერენიტეტს იცავს, - წერს გერმანელი ევროპარლამენტარი, ტომაშ ფროელიხი სოციალურ ქსელში.

„გლობალისტებს შორის პანიკა იწყება. საქართველოში ისინი აწყობენ მეორე მაიდანს, რადგან იქ აირჩიეს პოლიტიკური ძალა, რომელიც ტრადიციებს, ქრისტიანულ ღირებულებებსა და სუვერენიტეტს იცავს. გლობალისტებს სურთ, თავისუფალი საქართველო მეორე უკრაინად აქციონ.

იქნება ეს რუმინეთი, საქართველო თუ ევროკავშირი: ამ დღეებში ჩვენ განვიცდით ტოტალური დემოკრატიის სიმულაციას! დემოკრატიული ფასადის მოწყობის მცდელობაც კი აღარ არის უკვე. ნიღბები მოხსნილია.

ვინც არ ეთანხმება არჩევნების შედეგებს (როგორც საქართველოში) ან აუქმებს არჩევნებს (როგორც რუმინეთში) დემოკრატიას კი არ იცავს, არამედ აუქმებს მას. დემოკრატიის სიმულაცია. სწორედ ეს ხდება ახლა", - წერს ევროპარლამენტარი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×