რეზონანსი
07.12.2024

პო­ლი­ცი­ელ­ზე თავ­დას­ხმის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბულ საბა ჯი­ქი­ას სა­სა­მარ­თლომ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და.

აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლემ და­ვით მგე­ლი­აშ­ვილ­მა მი­ი­ღო. მო­სა­მარ­თლის გან­მარ­ტე­ბით, და­სა­ბუ­თე­ბუ­ლი ვა­რა­უ­დის სტან­დარ­ტით, რო­გორც ფაქ­ტობ­რი­ვი, ასე­ვე ფორ­მა­ლუ­რი სა­ფუძ­ვლე­ბი არ­სე­ბობს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის გა­მო­სა­ყე­ნებ­ლად.

მო­სა­მარ­თლე მგე­ლი­აშ­ვი­ლის გან­მარ­ტე­ბით, წარ­დგე­ნილ კად­რებ­ში ჩანს, თუ რო­გორ ურტყამს ფეხს წაქ­ცე­ულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყოფ პო­ლი­ცი­ელს საბა ჯი­ქია.

მგე­ლი­აშ­ვი­ლის თქმით, "წაქ­ცე­ულ ადა­მი­ან­ზე მი­ვარ­დნა და ფე­ხის დარ­ტყმა მის­თვის და­უ­სა­ბუ­თე­ბე­ლია, იმის ფონ­ზე, როცა ეს არ იყო მო­გე­რი­ე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა".

დღე­ვან­დელ სხდო­მა­ზე და­კა­ვე­ბუ­ლის მი­მართ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის შე­ფარ­დე­ბა­ზე იმ­სჯე­ლეს.

სა­ხელ­მწი­ფო ბრალ­დე­ბა და­კა­ვე­ბუ­ლის მი­მართ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას ითხოვ­და.

დაც­ვის მხა­რე ბრალ­დე­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბას არ და­ე­თან­ხმა. ად­ვო­კატ ნინო მჭედ­ლიშ­ვი­ლის გან­მარ­ტე­ბით, სა­ერ­თოდ არ იკ­ვე­თე­ბა, რომ ის და­ნის კი არა, რა­ი­მე სა­ხის მჩხვლე­ტავ-ბას­რი საგ­ნის გა­მო­ყე­ნე­ბას არ აპი­რებ­და. ად­ვო­კა­ტის თქმით, 18 წლის სტუ­დენ­ტი ცი­ხე­ში არ უნდა გა­უშ­ვან, ის წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლე­ვი არაა და არა­ნა­ი­რი სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა არ ჩა­უ­დე­ნია.

ად­ვო­კატ­მა საბა ჯი­ქი­ას მი­მართ 5 000-ლა­რი­ა­ნი გი­რა­ოს გა­მო­ყე­ნე­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა და­ა­ყე­ნა.

მოკ­ლე რეპ­ლი­კით ისარ­გებ­ლა ბრალ­დე­ბულ­მაც.

"რაც ჩა­ვი­დი­ნე, მარ­თლა ცუ­დია, ვნა­ნობ. ორი პა­ტა­რა და მყავს",- გა­ნა­ცხა­და ჯი­ქი­ამ.

ცნო­ბის­თვის, საბა ჯი­ქია მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ე­ბის ფარ­გლებ­ში და­წყე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 353-ე პრი­მა მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით და­ა­კა­ვეს, რაც პო­ლი­ცი­ელ­ზე თავ­დას­ხმას გუ­ლის­ხმობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×