რეზონანსი
06.12.2024

„ამ დროის მონაცემებით, ამ ეტაპზე გაფიცვას არ ვაპირებთ", - ამის შესახებ „კოკა-კოლას საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა სააგენტო „კვირას" განუცხადა, რომელმაც კომპანიას მიმართა კითხით: „აპირებს თუ არა თემურ ჭყონიას კოკა-კოლა ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე საყოველთაო გაფიცვის მოწოდებებში მონაწილეობის მიღებას".

როგორც სააგენტო წერს, მედიაჰოლდინგ „კვირას" კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, „კოკა კოლა" გაიფიცება იმ შემთხვევაში თუ „კვირა" თავად გაიფიცება.

„თქვენი სააგენტო თუ ხართ გაფიცული ან თუ აპირებთ გაფიცვას? ჩვენ, ამ დროის მონაცემებით, ამ ეტაპზე გაფიცვას არ ვაპირებთ. აი, თქვენ რომ გაიფიცებით, დაგვიკავშირდით და გავიფიცებით, აუცილებლად", - განუცხადეს „კვირას" კოკა-კოლას პიარში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×