რეზონანსი
06.12.2024

თბილისის საქალაქო სასამართლომ "კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერი, ნიკა გვარამია ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და სახდელის სახით 12 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე კობა ჩაგუნავამ მიიღო.

"გაუმარჯოს საქართველოს, სიკვდილი მონებს",- განაცხადა გადაწყვეტილების გამოცხადების შემდგომ ნიკა გვარამიამ.

ნიკა გვარამია, პარტია "დროას" ოფისში მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისას დააკავეს. ნიკა გვარამია ოფისში შესვლას და ჩხრეკაზე დასწრებას ითხოვდა,რისი უფლებაც მას პოლიციამ არ მისცა. ადგილზე მყოფ სამართალდამცველებსა და ნიკა გვარამიას შორის დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც კოალიციის ლიდერი დააკავეს.

ცნობისთვის, ნიკა გვარამია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×