რეზონანსი
06.12.2024

მოქალაქეებისა და აქტივისტების გარკვეული ჯგუფი, რომლებიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას - ევროკავშირთან მოლაპარაკებების 2028 წლამდე შეჩერებასთან დაკავშირებით რუსთაველის გამზირზე ბოლო დღეების განმავლობაში აპროტესტებდნენ, იუსტიციის სახლში შევიდნენ და თანამშრომლებს გაფიცვისკენ მოუწოდეს.

პროტესტის მონაწილეები ასევე ითხოვენ აქციებზე უკანონოდ დაკავებული პატიმრების გათავისუფლებასაც.

ისინი შენობაში საყვირებითა და ბანერებით იყვნენ შესულები, იუსტიციის სახლის დაცვის სამსახურმა კი მათ შენობა დაატოვებინა და ხმაურისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.

აქციის მონაწილეებს ადგილზე მიტანილი აქვთ სხვადასხვა შინაარსის ბანერები - „თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს" და ასევე ბანერები, სადაც დაკავებული და ნაცემი პირები არიან გამოსახული.

დაცვის სამსახურის თანამშრომლებმა შენობაში შესასვლელი კარი ჩაკეტეს და მოქალაქეებს შენობაში შესვლას უზღუდავენ.

იუსტიციის სახლიდან გამოყვანილი აქტივისტები ახლა შენობის გარე ტერიტორიაზე იმყოფებიან და პროტესტის გამოხატვას განაგრძობენ.

იუსტიციის სახლში მუშაობა შეჩერებულია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×