რეზონანსი
06.12.2024

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა უნგრულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ბრიუსელს უნგრეთში მთავრობის შეცვლა სურს. ინფორმაციას უნგრეთის პრემიერის პრესსპიკერი ზოლტან კოვაჩი სოციალურ ქსელ X-ში ავრცელებს.

ზოლტანის თქმით, ორბანი მიიჩნევს, რომ ბრიუსელი მუშაობს იმაზე, რათა უნგრეთში საკუთარი მთავრობა დასვას, რომელიც მის პოლიტიკას გაატარებს.

„მათ სურთ, რომ ჩვენ, უნგრელები ბრიუსელის მთავრობის მხარეს დავდგეთ, მაგრამ ეს უნგრეთის ინტერესებს ეწინააღმდეგება. თუ ამის გაკეთება კეთილი სიტყვებით არ მოხდება, მაშინ საქმე პოლიტიკურ ბრძოლამდე მივა", - ციტირებს ზოლტანი ორბანს.

უნგრეთის პრემიერი აგრეთვე მიიჩნევს, რომ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტი მანფრედ ვებერი უნგრეთს მტრად და არა პარტნიორად ან თუნდაც ოპონენტად მიიჩნევენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×