რეზონანსი
06.12.2024

პირდაპირ იძახის, მგიმოში ნასწავლი, რუსულად, რუსული ფულით გამოზრდილი ლიაკა, რომ უნდა ვიძალადოთო. საუკეთესო ევროპული ქვეყნების პრაქტიკით, გაგეცემათ პასუხი, კანონის მთელი ძალით და მის ფარგლებში,- წერს გიორგი გამსახურდია ელენე ხოშტარიაზე, რომლის განცხადებითაც, წინააღმდეგობის გასაწევად ყველაფერი ექნებათ, ფეიერვერკიც, ლაზერიც, კვერცხებიც და ყველაფერი რაც საჭიროა.

გამსახურდიას თქმით, რადიკალური ოპოზიცია ჩაფლავებულია და ისინი ვერ მოერევიან ქართველ პატრიოტებს, საქართველოზე შეყვარებულ ადამიანებს, ვერცერთ გმირ პოლიციელსა, თუ საჯარო მოხელეს.

„პირდაპირ იძახის, მგიმოში ნასწავლი, რუსულად, რუსული ფულით გამოზრდილი ლიაკა, რომ უნდა ვიძალადოთო. საუკეთესო ევროპული ქვეყნების პრაქტიკით, გაგეცემათ პასუხი, კანონის მთელი ძალით და მის ფარგლებში. ჩაფლავებულები ხართ, თქვენ უკეთესად იცით ეგ. ჩვენ კიდევ, ქართველ პატრიოტებს, საქართველოზე შეყვარებულ ხალხს ვერ მოგვერევით ვერასდროს, ვერცერთ ჩვენ გმირ პოლიციელს და საჯარო მოხელეს. უსამშობლოები და რუსეთუმეები თქვენთვის გვიჩუქნია. მაგრამ ეგენიც მოვლენ აზრზე, უკვე მოსულები არიან,"- წერს გიორგი გამსახურდია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×