რეზონანსი
06.12.2024

რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა დნეპრთან 300-მდე ნავი გადაისროლა და ქალაქ ხერსონზე შეტევისთვის ემზადება. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მათ მტკიცებით, რუსეთს მდინარე დნეპრის ფორსირება აქვს დაგეგმილი, თუმცა უკრაინული მხარე დარწმუნებულია, რომ მოწინააღმდეგეს საკმარისი რესურსი არ გააჩნია.

"არ შეიძლება იმის თქმა, რომ ეს რამე სერიოზული საშიშროებაა. შეტევისთვის სამხედრო ტექნიკის გადასროლაც არის საჭირო.... სამასი ნავიდან თითოეულში ხუთი მოიერიშე ჩაეტევა. როგორ შეძლებენ ფორსირებას?", - თქვა უკრაინის სამხრეთ ფრონტის თავდაცვის ძალების წარმომადგენელმა ვლადისლავ ვოლოშინმა.

მისი მტკიცებით, უკრაინულ ჯარს ფრონტის ეს მონაკვეთი საცეცხლე კონტროლზე აქვს აყვანილი. როგორც ვოლოშინი ირწმუნება, რომ ოკუპანტებს ყოველ დღე იერიშის რამდენიმე მცდელობა აქვთ. "მტერი ცდილობს, რომ რამენაირად კუნძულოვან ზონას დაეპატრონოს. ყოველ დღე დაახლოებით 5-7 იერიშს ა

წყობს, თუმცა ყველა უშედეგოა", - დასძინა მან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×