რეზონანსი
06.12.2024

ანსამბლი „მართვეს“ სამხატვრო ხელმძღვანელმა, საზოგადოება „ქართულის“ წევრმა, მიშო ჯავახიშვილმა ქვეყანაში განვითარებული მოვლენები შეაფასა. მისივე თქმით, აღნიშნა, მას სოციალურ ქსელში მოუწოდებდნენ, რომ ანსამბლი „მართვე“ გამოეყვანა და პროტესტს შეერთებოდა.

„სოციალურ ქსელში მომიწოდებდნენ, რომ გამოვსულიყავი და ანსამბლი „მართვე“ მიმეყვანა, გამომეყვანა ბავშვები, დავმდგარიყავი კონკრეტულ ადგილას და იქ ვყოფილიყავი გამოსაჩენ მდგომარეობაში. დაფიქრებაა საჭირო. ორივე მხარეს, ჩვენ, ყველას უნდა ვთხოვოთ დამშვიდება, ჩვენი ქვეყნის ინტერესის გატარება და არა ის, რასაც ახლა ვხედავთ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს ქვეყანას, როგორც ხელისუფლებას, ასევე მეორე მხარეს მდგომ ძალებს ეყოფათ გონიერება იმისთვის, რომ ურთულეს ისტორია გამოვლილ ქვეყანას კიდევ მისცენ საშუალება, რომ გამარჯვება ერთად ვიზეიმოთ. მჯერა, რომ ეს ყველაფერი ყველაფერზე მაღლა დადგება და საქართველო თავისი დიდი ტრადიციებით, კულტურითა და ერით დადგება გამარჯვების გზაზე“, - აღნიშნა მიშო ჯავახიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×